კონფიდენციალურობა

ბოლო განახლება: 14 ნოემბერი, 2026

საგვარეულო ხე AITech-ის (aitech.ge) ხელსაწყოა და მისივე ანგარიშით მუშაობს. ანგარიშზე (ელფოსტა, პაროლი) ვრცელდება AITech-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აქ აღწერილია, რას ვინახავთ ხისთვის.

რას ვინახავთ

იმას, რასაც თავად შეიყვანთ თქვენზე და თქვენს ნათესავებზე: სახელი, გვარი (და დაბადებისას გვარი, თუ სხვა იყო), სქესი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი (წელი, სურვილისამებრ თვე და რიცხვი), გარდაცვლილია თუ არა, დაბადების ადგილი, შენიშვნა, ვინ ვისი მშობელი და მეუღლეა, ქორწინებისა და განქორწინების თარიღი.

დაკავშირებული ხეები

თუ ნათესავს ხეში მოიწვევთ და ის შეუერთდება, მის ანგარიშზე თქვენი ხის ასლი შეიქმნება (ან მის ხეს შეუერთდება), ცოცხლების ჩათვლით. ამის შემდეგ ვინახავთ, ვისთან ხართ დაკავშირებული, ვინ ვის შეესაბამება ორ ხეში და თითოეული მხარის ცვლილებებს, შემოთავაზებებად, სანამ მეორე მხარე არ მიიღებს ან უარყოფს (თუ თქვენ უკვე გქონდათ ხე, შეერთებისას მისი ის ნაწილი, რაც მოწვეულის ხეში არ არის, მასთან შემოთავაზებებად მიდის). მიღებული ცვლილება მიმღების ხეში ინახება და სხვა დაკავშირებულ ხეებს აღარ გადაეცემა. კავშირის გაწყვეტა ნებისმიერ მხარეს შეუძლია: ამის შემდეგ ცვლილებები აღარ გაიგზავნება, ხოლო უკვე გაზიარებული ასლი ნათესავთან დარჩება. მოწვევის ბმული ერთჯერადია და 7 დღე მოქმედებს; ბმულს არ ვინახავთ.

რუკა

დაბადების ადგილის რუკაზე საჩვენებლად მის სახელს (მაგ. „Kutaisi“) ვუგზავნით OpenStreetMap-ის ძიების სერვისს (Nominatim) და ნაპოვნ კოორდინატებს ვინახავთ ადამიანის ჩანაწერთან. სხვა არაფერს ვუგზავნით: არც სახელებს, არც თარიღებს. რუკის ფონს თქვენი ბრაუზერი თავად ტვირთავს OpenStreetMap-იდან, რის გამოც ის თქვენს IP მისამართს ხედავს.

ვინ ხედავს

თქვენს ხეს ხედავთ და ცვლით მხოლოდ თქვენ. სხვა მომხმარებლები მას ვერ ხედავენ. მონაცემებს არ ვყიდით, არ ვაზიარებთ და არ ვიყენებთ სხვა მიზნით.

გამონაკლისია დაკავშირებული ხეები (ზემოთ): ნათესავი, რომელსაც მოიწვევთ, თქვენი ხის ასლს და შემდეგ თქვენს ცვლილებებს მიიღებს.

მეორე გამონაკლისია ერთჯერადი ბმული, რომელსაც თავად ქმნით „გაზიარების“ გვერდზე: მისი მქონე ხეს ერთხელ ნახავს, ანგარიშის გარეშე და შეცვლის გარეშე. ცოცხალი ადამიანების მხოლოდ სახელები ჩანს, თუ მათ დეტალებსაც არ აჩვენებთ. ვინახავთ, როდის შეიქმნა და როდის გაიხსნა ბმული; თავად ბმულს არ ვინახავთ. გაუხსნელ ბმულს 7 დღეში ვადა გასდის, ნებისმიერს კი წაშლით.

ინფორმაცია სხვა ადამიანებზე

ხეში შეგყავთ ინფორმაცია სხვა ადამიანებზეც, მათ შორის ცოცხლებზე. შეიყვანეთ მხოლოდ ის, რაც ხის შესადგენად გჭირდებათ, და პატივი ეცით მათ სურვილს, თუ არ უნდათ, რომ მათზე ინფორმაცია ინახებოდეს.

სად და რამდენ ხანს ინახება

იმავე მონაცემთა ბაზისა და ჰოსტინგის პროვაიდერებთან, სადაც AITech-ის სხვა ხელსაწყოების მონაცემები. ჩანაწერი იშლება, როცა მას ხიდან წაშლით. თუ ხე სხვა ხესთანაა დაკავშირებული, შემოთავაზებებში (მიღებულში, უარყოფილშიც) ცვლილების ასლი რჩება, სანამ კავშირი არსებობს; კავშირის გაწყვეტისას ორივე მხარის შემოთავაზებები იშლება. ის, რაც ნათესავმა თავის ხეში უკვე მიიღო, მასთან რჩება.

მთელი ხე (ყველა ადამიანი, ბმული, მოწვევა, კავშირი და შემოთავაზება) შეგიძლიათ წაშალოთ ხის წაშლის გვერდზე; ანგარიშის წაშლისას ისიც იშლება.

კითხვები და მოთხოვნები

მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე: facebook.com/educando.ge.

კონფიდენციალურობა · საგვარეულო ხე